2010-06-29
ბრძანება №:149/02-01

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის  შესარჩევად.
2.    კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:
    სამოქალაქო მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის განხორციელების მისეული ხედვა;
    სამოქალაქო მშენებლობის დარგში აკადემიური ან სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    სილაბუსები სამოქალაქო ინჟინერიის შესავალსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი საბაკალავრო (http://portal.mytum.de/fakultaeten/index_html) პროგრამით გათვალისწინებული საგნებიდან ერთში მაინც;
     სარეკომენდაციო წერილები (მაგალითად, იმ ფირმიდან, სადაც პრაქტიკულ საინჟინრო საქმიანობას ეწეოდა);
     CV (ავტობიოგრაფია) მისთვის მისაღები ფორმით;
    სხვა დოკუმენტები, რის წარმოდგენასაც კონკურსანტი ჩათვლის საჭიროდ.
3.    კონკურსანტს მოეთხოვება:
    ინგლისური ენის ცოდნა;
    საინჟინრო განათლება სამოქალაქო მშენებლობის დარგში (სასურველია უმაღლესი განთლება მიღებული ჰქონდეს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტში);
    სასურველია დასავლეთის წამყვან ქვეყნებში სამეცნიერო ან პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება სამოქალაქო მშენებლობის დარგში.  
4.    სპეციალისტს მოეთხოვება:
    სამოქალაქო მშენებლობის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
    უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან თანამშრომლობა ახალი სასწავლო კურსების შექმნის და საბაკალავრო პროგრამის დახვეწის მიზნით;
    სამოქალაქო ინჟინერიის შესავალი კურსის მომზადება და წაკითხვა    2010-2011 სასწავლო წლის პირველ სემესტრში;
    საბაკალავრო პროგრამის ინტერნაციონალიზაციისათვის საჭირო პროექტების (Tempus და სხვა) მომზადება და წარდგენა არაუგვიანეს 2011 წლის აპრილისა);
5.    კონკურსის შედეგად შერჩეული სპეციალისტის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 (შვიდას ოცი) ლარით, შრომითი ხელშეკრულების ვადა და სხვა პირობები აისახოს შრომით ხელშეკრულებებში;
6.    დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და კომისიის მუშაობის წესი;
7.    საბუთების მიღება იწარმოებს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2010 წლის 29 ივნისიდან 2010 წლის 12  ივლისის ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი)   მე-2 სართული, ოთახი №234;
8.    კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 14 ივლისიდან 24 ივლისამდე.
9.    ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
10.    ინფორმაცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის თანამდებობის შესარჩევად განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე.
11.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება №15159/02; 22.06.2010 წელი.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი:                                რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება