2017-12-18
ბრძანება №:271/01-01

2018-2019 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2018-2019 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,   54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  წერილის (23236/10; 15.12.2017) საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    ჩატარდეს კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლისათვის ლაიდენის  უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდიატის შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 21 დეკემბერს, 10:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი №203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3.    დამტკიცდეს სტიპენდიატის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
ა)    კომისიის თავმჯდომარე – მანანა რუსიეშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
ბ)    კომისიის წევრი – გიორგი ყუფარაძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი);
გ) კომისიის წევრი – ირინა გველესიანი (თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა          
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი).
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა კაცაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (იხ. დანართი).
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი      გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება