ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 1999 წლის 30 ნოემბრის #280, პრორექტორის 1999 წლის 13 დეკემბრის #3/670, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 22 სექტემბრის #184, რექტორის მოადგილის 2005 წლის 7 ნოემბრის #2/634 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2005 წლის 11 ნოემბრის #227 ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე (ბრძანება N56/01–01)
ბრძანება N56/01-01
26-06-07წ
.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 1999 წლის 30 ნოემბრის #280, პრორექტორის 1999 წლის 13 დეკემბრის #3/670, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 22 სექტემბრის #184, რექტორის მოადგილის 2005 წლის 7 ნოემბრის #2/634 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2005 წლის 11 ნოემბრის #227 ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 22 სექტემბრის#184 ბრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან "კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის" შექმნის შესახებ და ასევე რექტორის მოადგილის 2005 წლის 7 ნოემბრის #2/634 ბრძანება;
2. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2005 წლის 11 ნოემბრის #227 ბრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული "ინფორმატიკა-ბიზნესში" სპეციალობის არასაბიუჯეტო განყოფილების ფუნქციონირების შესახებ და ასევე 1999 წლის 30 ნოემბრის #280 და 1999 წლის 13 დეკემბრის #3/670 ბრძანებები;
3. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 აპრილის # 4623/02 წარდგინება
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა