2013-03-07
ბრძანება №:30/01-01
"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #92/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #92/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 7 მარტის №7437/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,ვბრძანებ:
-
შეტანილ იქნეს ცვლილება "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის №92/01-01 ბრძანებაში:
ა) პირველი პუნქტის "გ.ა" და "გ.ბ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 23 იანვარი – 7 მარტი.
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი – 7 მარტი."
ბ) პირველი პუნქტის "ე.ა" და "ე.ბ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10 თებერვალი – 7 მარტი.
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 7 მარტი."
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი