2009-01-16
ბრძანება №:0

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №03/01-01)

ბრძანება № 03 / 01-01
       16.01.2009 წ

 

სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და  ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის                 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16-ე  მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური  თანამდებობის  დაკავების წესის შესახებ"  @აკადემიური საბჭოს 2008 წლის  28 მაისის  #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის # 13 სხდომის გადაწყვეტილების  საფუძველზე

                                ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების 1 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი  ცხადდება 2009 წლის 16 იანვარს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო  ვადაა  16 თებერვალი;  .
3 . ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების  ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

4.  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის    (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

5.  საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში.  თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
6.  ბრძანება გათავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
7.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა # 369; 14.01.2009წ.

 

           

  რექტორი, პროფესორი
                                      გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება