2010-07-22
ბრძანება №:64/01-01

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის 10/ნ ბრძანების   საფუძველზე

ვბრძანებ

  1. დამტკიცდეს 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრში თსუ–ში სტუდენტთა მობილობის წესი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის  №10/ნ ბრძანების თანახმად:
    1.1.    თსუ–ს ბაკალავრიატში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ  ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მიღებული   შედეგები აღემატება მობილობის   სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

    1.2.    თსუ–ს მაგისტრატურაში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ  ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის მაგისტრანტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა  და მიღებული   შედეგები აღემატება მობილობის   სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

    1.3.    მე–2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მაგისტრანთა ჩარიცხვისას ვაკანტური ადგილის დარჩენის შემთხვევაში, ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე ჩარიცხული ის მაგისტრანტები, რომლებიც პირველად უსდ–ში ჩაირცხნენ თსუ–ში საერთო სამაგისტრო გამოცდამდე არსებული მაგისტრატურაში მიღების წინაპირობების დაცვით.

    1.4.    თსუ–ს დოქტორანტურაში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ  ვაკანტურ ადგილებზე დოქტორანტები ჩაირიცხებიან თსუ–ს დოქტორანტურაში მიღების წესის შესაბამისად.

    1.5.    მობილობის წესით თსუ–ში არ ჩაირიცხებიან დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები.

  1. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
   




რექტორი, პროფესორი                                                  გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება