2017-10-27
ბრძანება №:220/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანების, რექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის@№ 201/01-01 ბრძანების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რ. კვატაშიძის 2017 წლის 20 ოქტომბრის №18890/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური
ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო -კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის,უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - საქართველოს სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში ან/და ინსტიტუტის ფონდებში დაცული გეოლოგიური ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
გ) მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
6. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 27 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა;
7. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული (ერთი).
8. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულისა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ორი)
გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.
9. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ორი)
ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)
საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული (ორი)
რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული.
10. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
11. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ.თბილისი. მინდელის ქ. 11, მე - 4 სართული, ოთახი № 408;
12. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი
« უკან დაბრუნება