2015-10-29
ბრძანება №:1390/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წესის მე-6 მუხლის პირველი და    მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის  4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, სინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის    2015 წლის 26 ოქტომბრის №39901/02 წერილისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:
 
 ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
 ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
 გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
 დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
  ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
 ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6). 

2. შეტანილ იქნეს ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება