2016-04-05
ბრძანება №:47/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის, მე-15  პუნქტის, 25-ე მუხლის და "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების თაობაზე" აკადემიური საბჭოს 2016 წლის 4 აპრილის N#36/2016 დადგენილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების მიზნით განისაზღვროს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ახალკაციშვილი მარიამ - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი;
ბ) ბრეგვაძე მზია - უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი;
გ) გიგანი ნინო - უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, კადრები - კანცელარიის სპეციალისტი;
დ) გოგოლი დავით – უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;
ე) გონაშვილი ვასილ - იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 
ვ) გონგაძე მერაბ - უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
ზ) გოროშიძე გიორგი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
თ) გოცირიძე დავით - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი;
ი) გურული თამარ – უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი, ინჟინერი;
კ) დოჭვირი თეიმურაზ - მედიცინის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი;
ლ) დურგლიშვილი ნინო - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
მ) ეგნატაშვილი დემეტრე - იურიდიული ფაკულტეტი, დეკანის აპარატის უფროსი;
ნ) თავართქილაძე რუსუდან - უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, ბიბლიოთეკის გამგე;
ო) თარხნიშვილი ავთანდილ - უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
პ) თევზაძე ალექსანდრე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ჟ) ლოლუა რომან - უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
რ) მეტრეველი ლევან - უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
ს) მიქიაშვილი ნინო – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ტ) ნავროზაშვილი ეკატერინე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
უ) ტაბუცაძე სოლომონ - უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;
ფ) უშარაული მედეა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ქ) ქარქაშაძე ნინო - უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;

ღ) ყიფიანი გიორგი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ყ) შავლაყაძე ნუგზარ - უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
შ) ჩიქობავა მალხაზ – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ჩ) ჩხაიძე ზურაბ - მედიცინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ც) ხუსკივაძე მამუკა - უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
ძ) ჯავახიშვილი ირაკლი - უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;
2. საარჩევნო კომისიას დაევალოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად 2016 წლის 20 აპრილს დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა    და არჩევნების მოქმედ კანონმდებლობასთან, უნივერსიტეტის წესდებასა და უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და ბრძანების მასში   მოყვანილ   დაინტერესებულ    პირთათვის    გადაცემა    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი,        დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6).


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება