2011-02-04
ბრძანება №:16/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობასა და შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველთა საკონკურსო საბუთების მიმღები კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობასა და შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველთა საკონკურსო საბუთების მიმღები კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 31 იანვრის №1686/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 4 თებერვლის №2107/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 4 თებერვლის №2108/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 4 თებერვლის №2130/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 4 თებერვლის №2144/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 4 თებერვლის №2159/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობასა და შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობა წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად (დანართი 1).
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი