2013-02-25
ბრძანება №:22/01-01
"ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 21 იანვრის №09/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 25 თებერვლის №220/23-01 (№5103/02, 25.02.2013) წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 21 იანვრის №09/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
"1. ეკონომიკა – 30 ადგილი
2. ბიზნესის ადმინისტრირება – 30 ადგილი"
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი