2019-10-03
ბრძანება №:214/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის   2018 წლის 05 ნოემბრის N277/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 02 ოქტომბრის N18700/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 30 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს    240 ლარის ოდენობით;
2.  მასწავლებლის  ანაზღაურება   განისაზღვროს  1 საათი –  55 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება