2008-02-15
ბრძანება №:21/02-01

სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ (ბრძანება №21/02-01)


                     სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა შესყიდვის განსახორციელებლად, ამ კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე და „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე  მუხლიდან გამომდინარე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

   ა) გალდავა გულნაზი- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის   თავმჯდომარე);
ბ) მინდელი შოთა- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხარბედია რომანი- საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ცარციძე მურმანი _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) საღარეიშვილი ირაკლი _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ვ) სანაძე სერგო - საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი;
ზ) ლაცაბიძე ნათელა- პერსონალის მართვის დეპარტამენტის       უფროსი;
თ) ბენიძე ლელა– იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ი) მოდებაძე ზურაბი- საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
კ) ბერეკაშვილი დავითი - მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ლ) ჯემალ არახამია _ საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამშენებლო, სარემონტო და საექპლუატაციო განყოფილების უფროსი;

2. სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) მერკვილიშვილი ანეტა- საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ბ) ყარაულაშვილი ირინა- საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) კოპალეიშვილი ლელა- საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

  1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინატორის ფუნქცია დაეკისროს საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარ სპეციალისტს – ანეტა მერკვილიშვილს;
  2.  დაევალოს სატენდერო კომისიის აპარატს სატენდერო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;
  3. სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდევბის განხორციელებისას იხელმძღვანელოს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
  4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადრე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
  5. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა) წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
  6. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გ. გალდავა

« უკან დაბრუნება