2013-04-01
ბრძანება №:38/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ- კურსი ,,მოსამზადებელი კურსი მათემატიკაში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად” დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ- კურსი ,,მოსამზადებელი კურსი მათემატიკაში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად”  დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის “ა”, “ს” და “ტ” ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #76/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 ქვეპუნქტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2013 წლის 29 მარტის #9994/02 დოკუმენტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “მოსამზადებელი კურსი მათემატიკაში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად”  (დანართი #1);
2.  ბრძანების შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს;
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                   ლევან ალექსიძე


« უკან დაბრუნება