2013-12-26
ბრძანება №:183/01-01

,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 4 ოქტომბრის N37674/02 და 2013 წლის 16 დეკემბრის №38959/02 წერილების საფუძველზე,
 
ვბრძანებ:

1. ,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის 1.1. და 2.1 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1.1. ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია ინიშნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.’’

,,2.1. სტიპენდია ეძლევა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული მიღწევებით აკადემიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ-შემოქმედებით და მთარგმნელობით სფეროში.

2. ,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.5. პუნქტი:

,,3.5. ერთი ნაშრომი (ლიტერატურული ნაწარმოები, თარგმანი ან სამეცნიერო სტატია), რომელიც მაგისტრანტის  აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით ან შემოქმედებით უნარებს.

3. ,,ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის N116/01–01 ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ  N2 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
     ,,1. ვლადიმერ პაპავა – რექტორი, აკადემიკოსი (კომისიის თავმჯდომარე);
2. დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის მდივანი);
3. მაკა ჯოხაძე  –  მწერალი;
4. პაატა ჩხეიძე – მთარგმნელი, ლიტერატორი;
5. როსტომ ჩხეიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე;
6. მაია ჯალიაშვილი – ლიტერატორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;
7. გიორგი ლობჟანიძე - მთარგმნელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.’’
4.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
6.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი,   აკადემიკოსი                                                                              ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება