2014-06-05
ბრძანება №:79/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი  და მე-2, პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის #31 დადგენილებით (ცვლილება შეტანილია 2013 წლის 18 ნოემბრის N126 დადგენილებით) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 22 მაისის #06/04 ერთობლივი ბრძანების "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 მარტის #02/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის 2014 წლის 2 ივნისის #16951/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
4.    კონკურსი გამოცხადდეს  2014 წლის 5 ივნისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2014 წლის 7 ივლისიდან 2014 წლის                  25 ივლისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 18 აგვისტოსი.
5.    კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ეკონომიკის პრინციპების კათედრა
   პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა
   ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა

   ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა

  ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა
    
ა)    საერთაშორისო ეკონომიკის ქვემიმართულება

      ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ბ)    ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის ქვემიმართულება
      ასოცირებული პროფესორი  ¬- 1 საშტატო ერთეული
 
   ეკონომეტრიკის კათედრა

      ასოცირებული პროფესორი _ 1 საშტატო ერთეული

6. პროფესორის და ასოცირებულ პროფესორების თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო   დოკუმენტების  მიღება 2014 წლის 7 ივლისიდან 2014  წლის   25 ივლისის  ჩათვლით.   1000  დან  1800 საათამდე,  თსუ  ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №310.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება