2019-03-04
ბრძანება №:61/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და
„პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018- 2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 5 სექტემბრის N206/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი; 11-20 იანვარი; 3-17 მარტი“.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 13–17 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 მარტი – 29 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1-26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი.“
გ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი, 11-20 იანვარი, 3-17 მარტი.“
დ) ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გაზაფხულის სემესტრი:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12–17 მარტი;
დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 მარტი – 29 ივნისი;
დ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 1-7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
დ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე