2015-10-30
ბრძანება №:203/01-01

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილების (40426/02, 30.10.2015) საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 2 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დავით სიხარულიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ) ლიჩია პროსერპიო (ბოლონიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების განყოფილების კოორდინატორი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1) და გასაუბრების განრიგი (დანართი №2). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
 

« უკან დაბრუნება