2016-03-16
ბრძანება №:33/02-01
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის 2016 წლის 01 მარტის №9240/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
14.1. ნინო ჩაჩუა - წიგნსაცავის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
14.2. ნანა ლაგაზაშვილი - წიგნსაცავის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
14.3. მაია ჯიმშელეიშვილი - საბიბლიოთეკო რესურსების განვითარების და დაცვის სამსახურის უფროსი;
14.2. ნინო ჩაჩუა - წიგნსაცავის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
14.4. ეკატერინე ხევსურიანი - ჰიგიენისა და რესტავრაციის ჯგუფის უფროსი სპეციალისტი;
14.5. დიანა ფაციაშვილი - ბუღალტერი;
14.6. თამარ შენგელია - თსუ საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ერმი ქემოკლიძე