2010-03-31
ბრძანება №:67/02-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შერჩევის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 17 თებერვლის №26/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შერჩევის შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 17 თებერვლის №26/02-01 ბრძანებაში და 1-ლი პუნქტიდან ამოღებულ იქნას "ვ)," "ზ)," და "კ)" ქვეპუნქტები;
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

      საფუძველი: დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი №7872/02 29.03.2010წ.
              
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                  რ. ხარბედია   

« უკან დაბრუნება