2018-03-07
ბრძანება №:02/03
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების სარეკომენდაციო ფორმის დამტკიცების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების სარეკომენდაციო ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის №4 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების სარეკომენდაციო ფორმა (დანართი №1).
2.
წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლამდე ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №01/03, 02/03, 03/03 და 2015 წლის 7 დეკემბრის №03/03 ბრძანებები.
3.
ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4.
წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირინე დარჩია