2016-06-22
ბრძანება №:103/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტების, მე-3 მუხლის მეორე პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის 2016 წლის 20 ივნისის №20593/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 22 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 25 ივლისიდან 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 15 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

1. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

2. ეკონომეტრიკის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

3. ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

4. თეორიული ეკონომიკის კათედრა
 ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5.  მაკროეკონომიკის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

6. მარკეტინგის კათედრა 
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

7. მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

8. მიკროეკონომიკს კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

9. საერთაშორისო ბიზნესის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
  
10. საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

11. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

12. ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა
ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

5. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);               
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამოტივაციო  წერილი;
6. საკონკურსო    დოკუმენტების  მიღება იწარმოებს 2016 წლის 25 ივლისიდან 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით 900-დან 1700 საათამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ აპარატში,  თბილისი უნივერსიტეტის ქ. #2 (X კორპუსი) ოთახი #310; 
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი                               დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება