2008-02-01
ბრძანება №:04/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სპეციალობაში მისაღები გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ (ბრძანება 04/01-01)

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სპეციალობაში მისაღები გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს შემდეგი ფაკულტეტების მაგისტრატურაში მიმღები და სააპელაციო საუნივერსიტეტო კომისიები:
ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ( დანართი 1)
ბ) ჰუმანიტარული ფაკულტეტის ( დანართი 2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ( დანართი 3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ( დანართი 4)
ზ) ევროპული კვლევების ინსტიტუტის ( დანართი 5)
2. დაევალოს კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ვებგვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. საფუძველი: ფაკულტეტების დეკანის წარდგინება.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება