2017-05-30
ბრძანება №:122/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსის "ლიდერობა – მართვის ხელოვნება“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსის "ლიდერობა – მართვის ხელოვნება“ ფასიანი მომსახურებისა   და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე

  "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ფაკულტეტის 2016 წლის 04 მარტის №4 სხდომის ოქმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 19.05.2017წ. №7492/29 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსის "ლიდერობა – მართვის ხელოვნება“ ღირებულება (ერთი კურსის მოცულობა 26 საკონტაქტო საათი) თითოეული მსმენელისათვის 250 ლარით;
2. ტრენინგ კურსი გაიხსნას კურსზე 4 ფასის გადამხდელი მსმენელის არსებობის შემთხვევაში;
3. ტრენინგ კურსზე მასწავლებლისათვის ერთი საათის ანაზღაურების ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4. ერთჯერადად კურსის მსმენელთა საერთო რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 მსმენელის ოდენობით;
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა   
« უკან დაბრუნება