2017-06-16
ბრძანება №:10/04
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეტანილ იქნას ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - რექტორის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რევაზ აფხაზავა - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრი;
დ) ირინა გველესიანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
ე)ალექსანდრე თევზაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
ვ)ლაშა ლაბაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამხარე საგანმანათლებლო ერთეულის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული ლექტორი, საბჭოს წევრი;
ზ) ოლივერ რაისნერი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
თ)ირინა ხანთაძე - კონსულტაციისა და და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება