2018-09-05
ბრძანება №:207/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე, თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 3 სექტემბრის №17608/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღად განისაზღვროს 7-8 სექტემბერი;
2.    დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“ მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების კომისიის შემადგენლობა:

2.1.ირაკლი ბურდული (თავმჯდომარე)
2.2. თამარ ბერიშვილი (კომისიის მდივანი)
2.3. გვანცა მაღრაძე
2.4. ანდრეას კნორი
2.5. კლაუდია ჰიპპი

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის  მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მიოადგილე                                              ალექსანდრე ცისკარიძე


« უკან დაბრუნება