2019-04-17
ბრძანება №:92/01-01

შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული ,,საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების’’ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში საკონკურსო პირობების შესაბამისად თსუ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილის მოსაპოვებლად კანდიდატთა შესარჩევი დამატებითი კონკურსი/გასაუბრებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული ,,საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების’’ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში საკონკურსო პირობების შესაბამისად თსუ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილის მოსაპოვებლად კანდიდატთა შესარჩევი დამატებითი კონკურსი/გასაუბრებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (6903/10; 16.04.19) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კანდიდატთა შესარჩევად დამატებითი კონკურსი შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული ,,საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების’’ ერთობლივი კვლევითი    პროგრამის    ფარგლებში    საკონკურსო    პირობების შესაბამისად თსუ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილის მოსაპოვებლად.
2. დამატებითი კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 19 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა)ალექსანდრე ცისკარიძე,თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 
ბ)ქეთევან ხუციშვილი,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)რამაზ ქურდაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - მარიამ რაზმაძე.
5. დამტკიცდეს დამატებითი კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.






რექტორი        გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება