2011-03-31
ბრძანება №:33/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებისადმი მზადყოფნის შესწავლის, ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადების კოორდინაციისა, კონტროლის მიზნითა და ავტორიზაციის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებისადმი მზადყოფნის შესწავლის, ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადების კოორდინაციისა, კონტროლის მიზნითა და ავტორიზაციის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შიდასაუნივერსიტეტო კომისიის შექმნის შესახებ

    სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2011 წლის 15 იანვრის №04-56 კორესპონდენციით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“) ეცნობა, რომ მის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტი ვალდებულია, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი  წარადგინოს 2011 წლის ივნისის ბოლომდე.
    ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციის სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შინაარსი არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის საგანს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორისათვის მინიჭებული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ავტორიზაციის სტანდარტებისადმი უნივერსიტეტის სრული მზადყოფნის შესწავლის, ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით შეიქმნას შიდასაუნივერსიტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით ჩომახიძე - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ბ) ლევან ალექსიძე - კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
გ) ნინო დურგლიშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
დ) დალი კანდელაკი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ე) კომისიის წევრები:
ე.ა) ელენე ხარაბაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ე.ბ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ე.გ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ე.დ) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ე.ე) ნოდარ ბელქანია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ე.ვ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ე.ზ) ნუნუ ოვსიანიკოვა - უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსი;
ე.თ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ე.ი) ქეთევან ცინცაძე - აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი;
ე.კ) ზურაბ გაიპარაშვილი - საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ე.ლ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ე.მ) გიორგი ტალახაძე  - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ე.ნ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
ე.ო) არჩილ ელიზბარაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის უფროსი;
ე.პ) გიორგი გორაშვილი - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
ე.ჟ) შოთა ჭანტურიძე - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი;
ე.რ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ე.ს) ვასილ ბარამიძე - იურიდული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ვ) კომისიის წევრთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (კომისიის წევრად უნივერსიტეტის სხვა თანამდებობების პირთა მიღების გადაწყვეტილება).

2.    კომისიის მდივნის მოვალეობის შესრულება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიის უფროს სპეციალისტს ქეთევან თუთბერიძეს.

3.    დაევალოს კომისიას:
ა) ავტორიზაციის სტანდარტებისადმი უნივერსიტეტის მზადყოფნის შესწავლა, ავტორიზაციის პროცესისათვის მზადების კოორდინაცია, კონტროლი და აღნიშნულ საკითხებზე უნივერსიტეტის რექტორისათვის ანგარიშის წარმოდგენა არაუგვიანეს 2011 წლის 15 მაისისა;
ბ) ავტორიზაციის პროცესში უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის ხელშეწყობისა და პროცედურების ობიექტურობის, გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად.

4.    კომისიის სხდომა უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც.
5.    კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ.
6.    კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე.
7.   კომისიის თავმჯდომარის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან თავმჯდომარის დავალებით კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
8. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა;
9. კომისიის მუშაობა სრულდება მისთვის მინიჭებული ფუნქციის ამოწურვისთანავე ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
10. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
11.    წინადებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
12.    ბრძანება გამოცხადდეს საჯაროდ.
13.    წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 01 აპრილიდან.


რექტორი                                                    ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება