2020-09-23
ბრძანება №:141/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის ცალკეული ნორმების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის  დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის ცალკეული ნორმების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში COVID-19-ის ვირუსით ინფიცირებული სტუდენტის გამოვლენისა და შემდგომში ვირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია მობინადრეთა მიერ სტუმრის მიღების დროებითი აკრძალვის დაწესება, რაც აუცილებელს ხდის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების    თაობაზე“    ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის იმ   შესაბამისი   ნორმების   მოქმედების   დროებით   შეჩერებას, რომლებიც აწესებენ მობინადრეთა მიერ სტუმრის მიღების წესსა და პირობებს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ს 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის 58-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის
2020 წლის 18 სექტემბრის N15020/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის   ,,გ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნას წინამდებარე ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე.
2. წინამდებარე ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, მობინადრის მიერ, ამავე ბრძანებით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, მისი ქმედება გათანაბრებული იქნას  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინის დარღვევად, დისციპლინური დარღვევის დადასტურების პირობებში ამავე შინაგანაწესით გათვალისწინებული, თანმდევი სამართლებრივი შედეგების დადგენილი წესით ამოქმედების შესაძლებლობით.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება