2012-04-10
ბრძანება №:54/01-01

,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომში გამოსაყენებელი რუსულენოვანი სამეცნიერო წყაროების დასაშვები ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 13 მარტის №3 (№9/7/22-05) ბრძანების გაუქმების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მოადგილის ლევან ალექსიძის მოხსენებითი ბარათის (2012 წლის 4 აპრილის №8201/02) საფუძველზე,  

ვბრძანებ:

1. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომში გამოსაყენებელი რუსულენოვანი სამეცნიერო წყაროების დასაშვები ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 13 მარტის  №3 (№9/7/22-05) ბრძანება გაუქმდეს მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2.  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაშია მისი გამოცემისთანავე.

რექტორი                                                                                           ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება