2015-02-19
ბრძანება №:206/02-04

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 დეკემბრის №1009/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 დეკემბრის №1009/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის  პირველი დეკემბრის №1335 და 2015 წლის 09 თებერვლის №82 ბრძანებების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 08 დეკემბრის №216/01-01 ბრძანების, ჰუმანტიარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის დ. თვალთვაძის 2014 წლის დეკემბრის №43346/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ. სანადირაძის 2014 წლის დეკემბრის №44397/02 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 დეკემბრის №1009/02-04 ბრძანებაში:
    ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
    "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან - 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.”
    ბ) ბრძანების პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
    ბ.ა) "1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2014 წლის პირველი ოქტომბრიდან -      2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;”
    ბ.ბ) "2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 22200 ლარი, უნივერსიტეტის 2014 და 2015 წლების ბიუჯეტებით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;”
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                დ. ჩომახიძე  


« უკან დაბრუნება