2016-06-07
ბრძანება №:87/01-01
„ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის“ დამტკიცების შესახებ“
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. დამტკიცდეს „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“ (დანართი N1).“
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“
დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - „თსუ“) საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი (შემდგომში - „წესი“) არეგულირებს სტუდენტის ერთი საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე (შემდგომში - „შიდა მობილობა“) გადასვლის პროცედურას.“
ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ა) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შიდა მობილობისათვის რეგისტრირებული ადგილები, რომელთა რაოდენობა წერილობით შეთანხმებულია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტთან;“
ვ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგანმანათლებლო ერთეული უფლებამოსილია ელექტრონულ პორტალზე რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში დაარეგისტრიროს შიდა მობილობის ადგილები, საფეხურებისა და საგანმანთლებლო პროგრამების მიხედვით, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი
დარეჯან თვალთვაძე