2012-08-23
ბრძანება №:109/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012–2013 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012–2013 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის, "პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის #9/ნ ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლის, "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანების 391 მუხლის მე-2 პუნქტისა და უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #92/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012–2013 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩასარიცხ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

    ა) პირადი განცხადება;

    ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    გ)ნოტარიულად დამოწმებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    დ) V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში IV საფეხურის პროფესიული დიპლომი;

    ე) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;

    ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასეთის არსებობის
    შემთხვევაში);
    ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტმენტს;
  3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება