2012-07-12
ბრძანება №:85/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულების მიერ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულების მიერ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისათვის უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:

  1. დაევალოს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულების ხელმძღვანელებს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისათვის ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებების (სასწავლო-სამეცნიერო პროცესების, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების) თაობაზე, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს უნივერსიტეტის რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-განხორციელებასთან ან უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნებასთან.
  2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულების ხელმძღვანელებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისათვის უზრუნველყონ ყოველთვიურად, დაგეგმილი ღონისძიებების  წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით - ყოველი მომდევნო თვის გრაფიკი არაუგვიანეს მიმდინარე თვის 25 რიცხვისა.
  3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულების ხელმძღვანელებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატისათვის უზრუნველყონ  დაგეგმილი ღონისძიების სავარაუდო თარიღამდე 4 დღით ადრე (შესაბამისი დასაბუთებით).
  4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.
  5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
  6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი                                                                               ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება