2010-07-16
ბრძანება №:168/02-01
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 13 ივლისის №163/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
- შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 13 ივლისის №163/02-01 ბრძანების 1 პუნქტში და კომისიის შემადგენლობას დაემატოს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მარიამ ლომოური.
- ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №17113/02; 15.07.2010წელი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რ. ხარბედია