2014-03-28
ბრძანება №:02/04
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 61-ე მუხლის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, "ვ" ქვეპუნქტის და მე-9 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ და "ნ" ქვეპუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2013 წლის 19 ნოემბრის №36187/02, 2013 წლის 18 დეკემბრის №39194/02, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2013 წლის 23 დეკემბრის №39653/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ნ. მაჭარაშვილის 2013 წლის 30 დეკემბრის №40488/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ა. მიქაბერიძის 2014 წლის 14 იანვრის №760/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2014 წლის 28 მარტის №10882/02 წერილების, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №18/2014 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების (ოქმი №2) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგი:
ა) აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი (დანართი №1);
ბ) ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგი
(დანართი №2);
გ) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ეროვნული სამეცნიერო
ბიბლიოთეკის საშტატო განრიგი (დანართი №3);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 27 თებერვლის №01/04 ერთობლივი ბრძანება "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ"
3. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება