2018-11-26
ბრძანება №:294/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 13 ივლისის №679/01-04 და2008 წლის 10 ნოემბრის №97/01-01 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელმოწერის უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე" სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11 აგვისტოს №88/01-04 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელმოწერის უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 11 იანვრის №102/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი, მე-9 და მე-11 პუნქტების,  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვალერიან გობრონიძის 2018 წლის 15 ნოემბრის  N23853/10  წერილის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 13 ივლისის №679/01-04 და2008 წლის 10 ნოემბრის №97/01-01 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელმოწერის უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე" სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11 აგვისტოს №88/01-04 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ხელმოწერის უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ”  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 11 იანვრის №102/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მიენიჭოთ ხელმოწერის უფლებამოსილება სასწავლო დეპარტამენტის უფროსს და სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს სასწავლო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტებზე: 
ა)   დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე (ცნობები); 

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების პროექტებზე (ბრძანება) ვიზირების სახით; 
გ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში უნივერსიტეტის სახელით გასაგზავნ კორესპონდენციებზე  - ხელმოწერის ან ვიზირების სახით.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,     
რექტორის მოადგილე                                                                                           ალექსანდრე ცისკარიძე
« უკან დაბრუნება