2011-10-05
ბრძანება №:179/02-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული (სარგებლობაში არსებული) უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული (სარგებლობაში არსებული) უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შეხახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესის ძირითადი დებულებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული (სარგებლობაში არსებული) უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე);
ბ) გიორგი ტალახაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - (მატერიალური რესურსების მართის დეპარტამენტის უფროსი);
გ) არჩილ კუკულავა – კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი);
დ) მურმან ცარციძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);
ე) რუსუდან სხირტლაძე - კომისიის მდივანი (იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
2. კომისიას მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის მიზნით გასამართი ელექტრონული აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
3. კომისიის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
6. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე