2009-07-21
ბრძანება №:80/01 -01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 16 ივლისის # 75/01-01 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

   ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება "ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2009 წლის 16 ივლისის # 75/01-01 ბრძანების დანართში  და ნაცვლად "ქიმიის მიმართულების არაორგანული და ელემენტორგანული ქიმიის ქვემიმართულებისა" დაფიქსირდეს "ქიმიის მიმართულების ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის ქვემიმართულება".
  2. ბრძანება  გამოქვეყნდეს გაზეთ  "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

საფუძველი: ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი # 14373 17.07. 2009წ.

რექტორი, პროფესორი
                                          გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება