,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2009 წლის 16 თებერვლის #15/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (ბრძანება №31/01-01)
ბრძანება № 31 / 01-01
18.03.2009 წ
,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2009 წლის 16 თებერვლის #15/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
- შევიდეს ცვლილება რექტორის 2009 წლის 16 თებერვლის #15/01-01 ბრძანებაში ,,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ”.
- მე-2 პუნქტს დაემატოს ა) და ბ) ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
:
ა) კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 16 თებერვალს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 16 მარტიდან 2009 წლის 16 აპრილის ჩათვლით;
ბ) საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა განხორციელდეს 2009 წლის ზაფხულში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატების შესარჩევად შექმნილი კომისიის მიერ. - მე-3 პუნქტს დაემატოს თ), ი), და კ) ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
:
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) თსუ სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 3 წლის ვადით დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. - მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
:
რექტორის 2009 წლის 16 თებერვლის #15/01-01 ბრძანება და წინამდებარე ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნუვერსიტეტში” და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა