2019-12-30
ბრძანება №:331/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის -  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 322  მუხლის პირველი,   მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 დეკემბრის N23/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2019 წლის  23  დეკემბრის N25197/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის   სამსახურში მისაღებად;
2.  მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე 10  წლის  ვადით  აირჩევა  პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო    კვლევით,უმაღლეს საგანმანათლებლო  ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო - კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის და საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. ასევე მოეთხოვებათ სამეცნიერო - კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
3. მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე   4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (ვადიანი) და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.

კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - სამეცნიერო - კვლევით პროექტებში მონაწილეობა;

შენიშვნა:  მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.

5. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 6 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2020 წლის 7 თებერვლიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს 2020 წლის 21 თებერვლამდე.

6. კონკურსი გამოცხადდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტში
მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10  წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული მიმართულება: ექსპერიმენტული მეთოდები ნაწილაკების ფიზიკაში
7. კონკურსი გამოცხადდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში
მეცნიერი თანამშრომლების  სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:

მეცნიერი თანამშრომელი (4  წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული მიმართულება: ექსპერიმენტული მეთოდები ნაწილაკების ფიზიკაში 
8. სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავრი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
9. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ  არაუმეტეს  საკონკურსო  განცხადებით  გათვალისწინებული  საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
11. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2020 წლის 7 თებერვლიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, გიორგი დანელიას ქ. № 10, ოთახი № 448.
10. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.

11. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო ოკრიბელაშვილი


« უკან დაბრუნება