2009-07-30
ბრძანება №:85 / 01-01

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 16 ივლისის # 75/01-01 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 16 ივლისის # 75/01-01 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ
 
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2009 წლის 16 ივლისის # 75/01-01 ბრძანების დანართში  და ნაცვლად " ფიზიკის  მიმართულების ელემენტარული ნაწილაკების, ატომის და ბირთვების ფიზიკის ქვემიმართულებისა" დაფიქსირდეს "ფიზიკის მიმართულების, ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ქვემიმართულება".
  2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი # 14956/02 27.07. 2009წ.

რექტორი, პროფესორი 
                                       გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება