2011-12-06
ბრძანება №:122/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის №148/2010 დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011/2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 249053 ლარით.
-
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011/2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 32304 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 43921 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 44176 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 71387 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი - 48930 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - 8335 ლარი.
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
-
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი