2020-08-07
ბრძანება №:121/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ვ,“ ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2020 წლის 6 აგვისტოს N11070/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მასწავლებლის თანამდებობაზე.
2. კონკურსი ჩატარდეს მასწავლებლის შესარჩევად - ქართული, როგორც უცხო ენა - ერთ საშტატო ერთეულზე.
3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, „ფილოლოგი“ ან „ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;“
ბ) აქვს უმაღლეს სასწავლებელში დადასტურებული) სულ მცირე სამუშაო სამწლიანი
(დოკუმენტურად გამოცდილება;
გ) აქვს გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
დ) ფლობს საოფისე პროგრამებს;
4. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ვ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პროფესიული (მეთოდური, დარგობრივი ენის) განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
თ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში - ბოლო 4 წელი);
ი) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
კ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - ბოლო 4 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლის მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
6. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
7. საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 17 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N36 თსუ V კორპუსი, ოთახი N231;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,
შიდა აუდიტის სამსახური, საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ენების შემსწავლელი ცენტრი).
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე