2015-04-23
ბრძანება №:62/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა (საგანმანათლებლო-სამეცნიერო) საერთაშორისო რანჟირების სისტემებში გაწევრიანებისა და მონაწილეობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებათა შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა (საგანმანათლებლო-სამეცნიერო) საერთაშორისო რანჟირების სისტემებში გაწევრიანებისა და მონაწილეობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებათა შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) უმაღლეს საგანმანათლებლო (საგანმანათლებლო-სამეცნიერო) დაწესებულებათა  საერთაშორისო რანჟირების სისტემაში გაწევრიანებისა და მონაწილეობისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების დავალების უფლებამოსილება აქვს უნივერსიტეტის რექტორს.
2. რექტორის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის კონკრეტულ რანჟირების სისტემაში გაწევრიანებისა და მონაწილეობის მიზნით, რეიტინგის დათვლის მეთოდის მიხედვით შესაბამის კატეგორიებში მონაცემთა შეყვანისათვის, უნივერსიტეტის ქვემოთმოცემულ სტრუქტურულ ერთეულებს დაევალოთ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
ა) უნივერისტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს - სისტემაში შესაბამისი მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის პერსონალის შესახებ ინფორმაცია.
ბ) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს - სისტემაში შესაბამისი მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის სტუდენტთა შესახებ ინფორმაცია.
გ) უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს - სისტემაში შესაბამისი მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის ფინანსების (შემოსავლების) შესახებ ინფორმაცია;
დ) უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს - სისტემაში შესაბამისი მონაცემთა შეყვანისათვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
3. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ რანჟირების სისტემაში გაწევრიანებისათვის აუცილებელია ამ ბრძანებით დადგენილი ინფორმაციის გარდა სხვა აუცილებელი სახეობის ინფორმაცია, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება დაევალება შესაბამისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის მქონე სტრუქტურულ ერთეულ/ებ/ს.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს იოსებ სალუქვაძეს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების დაწესებულების ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება