2007-02-02
ბრძანება №:05/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომელთა ატესტაციის შესახებ (ბრძანება N05/02–01)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლებისა და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 13.12.2006 წ. N01–01/301 ბრძანების საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. ჩატარდეს კადრების ოპტიმიზაციისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომელთა ატესტაცია.
  2. დამტკიცდეს საატესტაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    1. გულნაზი გალდავა (კომისიის თავმჯდომარე)
    2. ლელა ბენიძე (კომისიის მდივანი)
    3. შოთა მინდელი (კომისიის წევრი)
    4. ნათელა ლაცაბიძე (კომისიის წევრი)
    5. პაატა ტურავა (კომისიის წევრი)
    6. დავით ბერეკაშვილი (კომისიის წევრი)
    7. მზია მიქელაძე (კომისიის წევრი)
  3. საატესტაციო კომისისამ ატესტაციის შედეგების საფუძველზე წარმოადგინოს დასკვნა თითოეული თანამშრომლის პროფესიულ მომზადებასა და დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
  4. საატესტაციო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა დაწინაურების, დაქვეითების ან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
  5. ატესტაცია ჩატარდეს 2007 წლის 9–16 თებერვალს.
  6. დაევალოს საატესტაციო კომისიას უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს ატესტაციის ჩატარების და შეფასების ერთიანი წესები.
  7. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) ამ ბრძანების უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა.
  8. ბრძანება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში", უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
  9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
  10. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება