2019-08-26
ბრძანება №:209/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის (ბიოლოგიის მიმართულებით) ნანული დორეულის 2019 წლის 14 აგვისტოს N15285/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის 26-28 სექტემბერს ჩატარდეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“.
2. კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - უნივერსიტეტის რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნინო ოკრიბელაშვილი - რექტორის მოადგილე - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ)გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ე) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ვ) ნანული დორეული - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (ბიოლოგიის მიმართულებით) - კომისიის წევრი;
ზ) თამარ როიტბაკი - ნიუმეხიკოს უნივერსიტეტი, (აშშ) - კომისიის წევრი;
თ) ალექსეი ვერხაცკი - მანჩესტერის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) - კომისიის წევრი;
ი) ჯონათან კიპნისი - ვირჯინიის უნივერსიტეტი (აშშ) - კომისიის წევრი; კ) ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი) - კომისიის წევრი;
ლ) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
მ) დავით ნადარეიშვილი - ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი - კომისიის წევრი;
ნ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი - კომისიის წევრი;
ო)თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი; პ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ჟ) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ რედაქტორი - კომისიის წევრი; რ)ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ს)ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ტ)გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი -
კომისიის წევრი.
3. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების MG-ISE-19-251, 30.05.2019 წ.) გამოყოფილი 51300 ლარის ფარგლებში (დანართი №1).
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებგვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი