2010-06-28
ბრძანება №:07/03

ელექტრონული სწავლების კომპონენტის – ელექტრონული კურსის შეფასების ფორმისა და ინდიკატორების დამტკიცების შესახებ

ელექტრონული სწავლების კომპონენტის – ელექტრონული კურსის შეფასების ფორმისა და ინდიკატორების დამტკიცების შესახებ


უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 26–მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს ელექტრონული სწავლების კომპონენტის – ელექტრონული კურსის შეფასების ფორმა და ინდიკატორები  (დანართი 1).

  2. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.


საფუძველი: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ.შ 2010 წლის 28 ივნისის N15594/02 წერილი.






ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი
ასოცირებული პროფესორი                                    ანასტასია ზაქარიაძე


« უკან დაბრუნება