2019-05-10
ბრძანება №:100/02-01
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონება) ჩამოწერის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 ივლისის №187/02-01 ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონება) ჩამოწერის შესახებ
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონება) ჩამოწერის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 ივლისის №187/02-01 ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონება) ჩამოწერის შესახებ
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონება) ჩამოწერის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 ივლისის №187/02-01 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონება) ჩამოწერა. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის თავმჯდომარის, საფინანსო დეპარტამენტის კონსულტანტის რომან ხარბედიას 2019 წლის 22 აპრილის N7401/10 კორესპონდენციიდან გაირკვა, რომ ხსენებული კომისიის მიერ მოხდა ჩამოწერილი მცირაფასიანი აქტივების სიის კიდევ ერთხელ გადამოწმება. რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო სიაში მოხვდა რამდენიმე ისეთი მცირეფასიანი საგანი, რომელთა ჩამოწერა ხდება შიდა აქტების საფუძველზე, გამარტივებული წესით და არ საჭიროებს სპეციალური პროცედურების გავლას (სამინისტროს, თსუ სენატის თანხმობა და ა.შ.), ხოლო გასანადგურებელ აქტივთა სიაში კი - რამდენიმე რკინის ნაკეთობის შემცველი საგანი. აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის მიერ განხორციელდა განსაკარგავი/გასანადგურებელი მცირეფასიანი აქტივების სიის საბოლოო დაზუსტება.
ვინაიდან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 ივლისის №187/02-01 ბრძანების გამოცემა მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის, ასევე ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რითიც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ზ’, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, და 601-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილების, მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-8 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საფინანსო დეპარტამენტის კონსულტანტის რომან ხარბედიას 2019 წლის 22 აპრილის N7401/10 საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების (მოძრავი ქონება) ჩამოწერის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 ივლისის
№187/02-01 ბრძანება, მისი ძალაში შესვლის დღიდან.
2. ჩამოწერილ იქნას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსიდან 395003.85 ლარი ღირებულების მცირეფასიანი აქტივები (9472 ერთეული, დანართები N1, N2, N3 და N4).
3. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის (სავარაუდო წონა 7696.6 კგ, შავი ლითონი, დანართები N3 და N4) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის პროცედურის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა