2014-12-31
ბრძანება №:1078/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2014 წლის 31 დეკემბრის №45417/01-01 ბრძანებების, (სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის დასკვნის საფუძველზე), ეკონომიკისა და ბიზნსის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 2014 წლის 31 დეკემბრის №45417/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შემდეგი მაგისტრანტები:
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა: იხილეთ ფაილი
- დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება